ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Fujitsu-მ წარმოადგინა ახალი მეხსიერება FRAM (კოდირებული დასახელება MB85RS256TY), რომელიც იქნება გამოყენებული ავტომობილებში. მაღალი დიაპაზონი ტემპერატურის -40-დან 150 გრადუსამდე ცელსიუსით იქნება მეხსიერების გამორჩეულობა, იგეგმება -55 გრადუსამდე გაუმჯობესებაც. მეხსიერებას 85 გრადუსზე მუდმივი დატვირთვით შეუძლია 10 წელი მუშაობა. FRAM განიმარტება, როგორც Ferroelectric RAM. ენერგოდამოუკიდებელი სეგნეტოელექტრული მეხსიერება 256კილობაიტი მოცულობის, მაღალი სიჩქარის და გადაწერის მაღალი ციკლით (1013). FRAM მუშაობს 1,8-3,6 ვოლტზე SPI ინტერფეისით. ინჟინერული ნიმუშები უკვე გაცემის პროცესშია.

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება