ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ოდესღაც კომპიუტერში რაიმეს გასაკეთებლად საჭრო იყო ბარათების გამოყენება. მას შემდგომ ცვლილებები აშკარაა, ახლა ჩვენ უბრალოთ ვუთითებთ კომპიუტერს მაუსით ან საუბრით ბრძანებებით. ყველაზე ადვილს კი ამ ყველაფერს რევოლუციური თაჩსქრინი ანუ სენსორული ეკრანები გახდის. ეფლის სმარტფონები, ელექტრონული წიგნის რიდერები და მუსიკალური ფლეიერები უკვე ჩვეულებრივ შეხების კონტროლით მუშაობენ და კომპიუტერებიც იწყებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. თაჩსქრინები 9სენსორები) ადვილი გამოსაყენებელია, მაგრამ როგორ მუშაობენ თაჩსქრინები? მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ცნობილი ინსაიდერისგან Evan Blass-სგან გავიგეთ, რომ სამსუნგის ფლაგმანური სმარტფონის უფროსი მოდელის სახელი არა Samsung Galaxy S8 Plus არამედ Samsung Galaxy S8+ იქნება რადგან სიტყვა პლიუსი ეფლის სმარტფონებთან ასოცირდება. ორივე ფლაგმანი სმარტფონის მოდელი სამსუნგისგან მომრგვალო დისპლეით იქნება აღჭურვილი კიდეებზე. სწორედ ამიტომ მოდელის სახელში არ ფიგურირებს Edge სიტყვა, მოდელის გამოსვლა ამა წლის აპრილშია დაგეგმილი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან სმარტფონებთან და ყურსასმენ AirPods-ებთან ერთად ეფლმა წარმაოდგინა ყურსასმენები Beats Solo3 Wireless, Powerbeats3 და BeatsX, რომლებიც ეფლის Apple W1 მიკროპროცესორით არიან აღჭურვილნი. BeatsX მოდელი არის AirPods-ის კონკურენტი, რადგანაც შიდაარხული ყურსასმენებია და იმავე მიკროპროცესორითაა აღჭურვილი, ამ მიზეზით თუ სხვა მიზეზით ამ ყურსასმენების გამოშვება ხშირად გადაიდო. გაყიდვაში ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა გამოსულიყვნენ. შესაძლებელია შეკვეთა ამ ყურსასმენების ეფლი გვპირდება 2-3 კვირაში მოწოდებას, ფასი უცვლელია და 150$-ს შეადგენს, ხელმისაწვდომია თეთრი, შავი, ვერცხლისფერი და ცისფერი ფერების ვარიანტები.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

MWC-ზე (Mobile World Congress 27 თებერვალი – 2 მარტი) ბარსელონაში მოხდება ფლაგმანური სმარტფონის Nokia P1-ის პრეზენტაცია. მისი მონაცემები ჩინური გამოცემა Economic Daily News (EDN)-დან გახდა ცნობილი. ახალი მოწყობილობა HMD Global-ისგან, კომპანია, რომელიც აწარმოებს ტელეფონების გაყიდვას Nokia-ს მარკით. მოდელი Nokia P1 იქნება აღჭურვილი 5,3 დიუმიანი ეკრანით, Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით და 6გბ ოპერატიული მეხსიერებით, 256გბ ჩაშენებული ფლეშ მეხსიერებით. აპარატს უკაბელო დატენვის შესაძლებლობა, წყლისა და მტვრისგან თავდაცვა ექნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

თამაშ Torment: Tides of Numenera-ს რელიზამდე რამდენიმე კვირა დარჩა და მოთამაშეების სიუჟეტთან გასაცნობად, შემქმნელებმა inXile Entertainment-იდან გამოაქვეყნეს ახალი ტრეილერი. როლიკში გვიყვებიან შეცვლილი ღმერთის პრეისტორიას, ადამიანის, რომელმაც ძველი ტექნოლოგიების დახმარებით იპოვა გზა უკვდავების და სხეულიდან სხეულში გადასვლა შეუძლია, უთვალავი ცხოვრების განვლა. ტრეილერში ასახულია მოვლენები ჩვენი გმირის გაჩენიდან, მას შემდეგ რაც ამ ღმერთმა ისწავლა სხეულის შექმნა და მათში გონების გადატანა. მისი ყველა სხეული არ დაიღუპა, აგრძელებდნენ სიცოცხლეს. რამაც გამოიწვია ძველი საშიში არსებების გამოღვიძება, რომლის მიზანია ბალანსის დაჭერა. გადაწყვეტილი აქვს დამნაშავის დასჯა და მისი წინა ცხოვრების სხეულების, ზუსტად ამ მომენტში იბადება ჩვენი გმირი. მისი მიზანი გახდება იპოვოს ჭეშმარიტება მის და მის მიზნის შესახებ, რომლის შესასრულებლადაც გაჩნდა ამ სამყაროში. Torment: Tides of Numenera-ს რელიზი 28 თებერვალს მოხდება, ახლა შესაძლებელია წინასწარ სთიმით ყიდვა თამაშის. თამაში შესაძლებელი იქნება Windows, Linux და macOS-ზე ასევე ps4-სა და xbox one-ზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა კომპანია mPower Technology-მ შეიმუშავა თხელი, დრეკადი და მჩატე მზის ბატარეა, რომელიც შესაძლებელია ადვილად მიაკრათ, მაგალითად დრონზე, ან გადჯეტზე და ამით ნებისმიერი ზედაპირის ფუნქციონალურობა გაზარდოთ. შემუშავებულ ნაწარმს Dragon SCALE ჰქვია. მწარმოებლები აღნიშნავენ მათი პანელის დრეკადობას და ფურცლის მსგავს სისქეს, მათი დამზადება შედარებით იაფია ვიდრე ჩვეულებრივი მზის ბატარეის, ტექნოლოგია იძლევა უფრო საიმედო და ეფექტიან ელემენტს ვიდრე თანამედროვე ანალოგები. გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ამ პროდუქტით შესაძლებელი იქნება წყლის ტრუბების შეფუთვაც, ხეების და ამით მათ მზის პანელად გადააქცევთ, ან სულაც ავტომობილის სახურავზე, რაც მას უფრო ეკოლოგიურს და თანამედროვეს გახდის.