ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Japan Display Inc (JDI)-იმ ახალი თაობის გამჭირვალე ეკრანის შემუშავება დაიწყო, რომელსაც 80% სინათლის გამტარუნარიანობა აქვს. გამორთულ რეჟიმში ეკრანი მთლიანად გამჭირვალე პანელია, გამოსახულების ჩვენებისას მაინც შესაძლებელია უკანა ფონის დანახვა. ახალი ეკრანის გამოყენება შესაძლებელი იქნება დამატებული რეალობის, შერეული რეალობის, აუგმენტირებული რეალობის და სხვა ვირტუალურ რეალობებში. მაგალითად ეკრანის ინტეგრირება ავტომობილის შუშაშია შესაძლებელი, რითიც ჭკვიან ეკრანს მივიღებთ, ან უბრალო შუშას ინტელექტუალური შესაძლებლობებით. დეტალები უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ნიმუში 4 დიუმიანი დიაგონალის ეკრანია 300×300 გაფართოებით 117 ppi-ით. სხვა დეტალები მაისში SID-ის ღონისძიებაზე იქნება ცნობილი.

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება