ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი მყარი მეხსიერების ინფორმაციის შემნახველის Intel Optane DC P4800X-ის შესახებ, რომლებიც გათვლილია ინფორმაციის დამუშავების ცენტრებისთვის. Optane SSD – უახლესი 3D XPoint მეხსიერების ტექნოლოგიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და კომპონენტების სრული განთავსებით, დაბალი ენერგომოხმარებით და ხელმისაწვდომი ფასით. ეს ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება 1000-ჯერ სწრაფია და 1000-ჯერ უფრო გამძლეა მოხმარებაში NAND ტექნოლოგიის მეხსიერებასთან შედარებით, გარდა ამისა 3D Xpoint 10-ჯერ მკვირია კომპონენტების განთავსების მხრივ ვიდრე ჩვეულებრივი მეხსიერება. ცნობილი გახდა, რომ სერია Optane DC P4800X PCI-E 3.0 x4 ფორმის ბარათის იქნება, კონკრეტულად საუბარი 375გბ ტევადობის ვარიანტზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩაწერა წაკითხვას 2400 и 2000მბ წამში. წამში განხორციელებული წაკითხვა-ჩაწერა 4კბ ბლოკებზე (IOPS) 550 ათასს აღწევს წაკითხვისას, ხოლო 500 ათასს ჩაწერისას. მეხსიერებები გათვლილია 30 სრულ გადაწერაზე დღეების განმავლობაში. გაუძლებენ 12,3პბაიტ ინფორმაციის ჩაწერას, ანუ საერთო გადაწერის ციკლების რაოდენობა უტოლდება 33 ათასს, რაც ძალზე საიმედოა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Panasonic-მა განაცხადა მსოფლიოში პირველი ორგანული კმოპ-სენსორის გამოსახულების შექმნის შესახებ, რომელიც იმართება მგრძნობიარე ელექტრო ინფრაწითელი დიაპაზონით. Fujifilm-მა და Panasonic-მა განაცხადეს, რომ საერთო საქმიანობით შეიმუშავეს ორგანული კმოპ-სენსორი ჯერ კიდევ 2013 წელს. ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს ორგანული ფენის გამოყენება ფოტოელექტრული გარდაქმნისთვის კრემნირებული ფოტოდიოდის მაგივრად. ორგანული ფენა იძლევა შესაძლებლობას შემცირდეს ფართი სინათლის მიმღები მოწყობილობის სექციის. ფერადი და ინფრაწითელი დიაპაზონის გადაღების რეჟიმებია ხელმისაწვდომი და არ საჭიროებს მექანიკურ ფილტრს. ასევე იყენებს გლობალურ შათერს, რომელიც ყველა ინფორმაციას პირდაპირ კითხულობს. იძლევა ხარისხიანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას ცუდი განათების პირობებშიც. ამის დახმარებით, სენსორი გამოსადეგი იქნება მანქანური ხედვისთვის და ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ახალი სურათი Motorola Moto G5 Plus-ის სმარტფონის უკანა პანელის, რომელზეც წყაროს კომენტარებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ძირითადი კამერა 12მეგაპიქსელია Sony IMX362 სენსორით და ობიექტივის დიაფრაგმით F/1,7. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 5,2 დიუმიანი დიაგონალური ეკრანით Full HD გაფართოებით, დაკტილური სენსორით, უკაბელო NFC მოდულით, SoC Snapdragon 625 პროცესორით, 4გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32გბ ფლეშ მეხსიერებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-სგან გავრცელდა iPhone 8-ის რამდენიმე თვისება, ახლა კი DigiTimes-ისგანაც ვიგებთ ეფლის სმარტფონის შესახებ ინფორმაციას, მათზე დაყრდნობით ეფლის სმარტფონს აირის სკანერი ანუ თვალის ფერადი გარსის სკანერი ექნება ჩაშენებული iPhone 8-ში. ეს ინოვაცია ნამდვილად არ იქნება, რადგანაც თვალის სკანერი ჯერ კიდევ Lumia 950-სა და Lumia 950 XL-ზე იყო ხელმისაწვდომი და Note 7-ზეც შარშან, ამ სიახლებ შესაძლებელია აიძულოს ძველი აიფონის მფლობელებს მოწყობილობის განახლება. ირის სკანერი გამოიყენება მოწყობილობაში ან აპლიკაციაში შესასვლელად თითის ანაბეჭდის და პაროლის გამოყენების გარეშე. ამ ჭორებთან ერთად ასევე OLED პანელზეც გავრცელდა ინფორმაცია და უკაბელო დატენვაზეც და iPhone 8-ის ფასიც სავარაუდოდ 1000$ ან მეტი იქნება. ახალ აიფონ 8-ს სექტემბერში უნდა ველოდოთ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან ნოემბერში WhatsApp-ის აპლიკაციაზე შემქმნელებმა ახალი ორფაქტორიანი დამოწმების ტესტირება დაიწყეს, რომელიც ამ კვირიდან ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ორფაქტორიანი დამოწმების ფუნქცია WhatsApp სმარტფონების აპლიკაციისთვის არის ხელმისაწვდომი iOS, Android და Windows Phone-ზე. აკტივაციისთვის საჭიროა შესაბამისი მაჩვენებლის ჩართვა ოპციებში. ფუნქციის აქტივაციის შემდეგ, მომხმარებლებს მოუწევთ 6 ციფრიანი პაროლის შეყვანა ყოველთვის როდესაც შევლენ თავიანთ ექაუნთში ახალი მოწყობილობიდან. ასევე აუცილებელია ზუსტი ელექტრონული მისამართის მითითება, რომლიდანაც ორფაქტორიანი ფუნქციის გათიშვის დამოწმება იქნება შესაძლებელი პაროლის დავიწყების შემთხვევაში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ტელეფონებისა და სმარტფონების წარმოებას Nokia-ს სახელით ამჟამად აწარმოებს HMD Global, მაგრამ Nokia განაგრძობს მუშაობას სხვა მიმართულებებით, აპირებს შეიძინოს ფინური კომპანია Comptel. Nokia ახალ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობაზე მუშაობს, ცდილობს კონკურენტუნარიანი იყოს ბაზარზე კონკრეტულად კი მობილურ ფართო კავშირის ქსელში 4G. Nokia, Ericsson და Huawei არიან გლობალური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების უმსხვილესი მოთამაშეები. ამჟამად ქსელები 4G ვითარდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება მათი ექსპლუატაცია, ასევე ხორციელდება შემდეგი თაობის 5G ქსელის ტესტირებაც. Nokia აპირებს კომპანია Comptel-ის 370 მილიონ დოლარად შეძენას, რაც ახლანდელ საბაზრო ფასზე 30%-ით მეტია. ხელმძღვანელობამ და აქციონერებმა კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.