ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ათწლეულის წინ ტელეფონის ხაზის დახმარებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი საკმაო წინსვლა იყო, ძირითადი იდეა 1870 წლიდან ალექსანდრ გრაჰამ ბელის და სხვა სატელეფონო ტექნოლოგიის პიონერების შემდეგ არ შეცვლილა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ხალხმა სატელეფონო ხაზებს განსხვავებულად შეხედა: ახლა გვაქვს საკაბელო ინტერნეტ კავშირები, მუსიკის გადმოწერები, იუთუბის ვიდეოები, ახალი ამბები. მედია სთრიმინგი (ფაილების გაშვება გადმოწერის პროცესში) ინფორმაციული რევოლუციის ცენტრალური ნაწილია. რა არის მედია სთრიმინგი და როგორ მუშაობს მედია სთრიმინგი? მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Galaxy S8 სავარაუდოდ აპრილში დაანონსდება, იქამდე კი ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები თუ როგორი იქნება ის, ფოტოებიდან ვხედავთ, რომ სახლის ღილაკი აღარ არის ამის შედეგად ტელეფონის ეკრანი ფარავს სმარტფონის დიდ ნაწილს, ასევე ქვედა ღილაკებიც აღარ გვაქვს, რაც პროგრამულ ღილაკებზე გადასვლას ნიშნავს, კვლავ გვექნება ყურსასმენის ბუდე, S8 აღჭურვილი იქნება USB-C პორტით, რომელსაც სწრაფი დატენვის და ტრანსფერის მაღალი სიჩქარის შესაძლებლობა ექნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი Amazon აპირებს ლონდონში უკასო სუპერმარკეტების Amazon Go-ს გახსნას, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times იტყობინება. ამჟამად კომპანია ოპტიმალური შენობის შერჩევას ახდენს ამ ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიური დაწესებულების ორგანიზებისთვის. მათი განსაკუთრებულობა მყიდველის მიერ თვითმომსახურება წარმოადგენს, არაა საჭირო გამყიდველი ან საკასო აპარატი. შენაძენის დასაფიქსირებლად, საჭიროა სმარტფონის შემოსასვლელში გატარება. ნივთების აღების შემდეგ ბარათით მოახდენს მათ შეძენას, პროდუქციაზე მიმაგრებული საყელოს დახმარებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სმარტფონების მარკეტზე ყველა ხედავდა, რომ მოწყობილობები უფრო დიდი და თხელები ხდებოდნენ, მჩატე და ძლიერი და ჭკვიანდებოდნენ, გსურდათ მოდელის განახლება, მაგრამ განვითარება თითქოს შეწყდა, წამყვანმა კომპანიებმაც არ იციან რითი შეიძლება გააოცონ ლოიალური მომხმარებლები. ბატარეების სწრაფი დატენვა კარგია, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც გაზრდიდა ელემენტის ხანგრძლივობას ჯერ წლები ვერ განვითარდება, წყალგაუმტარობა და მტვრისგან დაცვა სამომავლოდ ყველა სმარტფონში დაინერგება, თითის, თვალის და სხვა სახის ბიომეტრიული სკანერები კვლავ იარსებებს, ველით ასევე ჩაშენებულ პროექტორებს. კაცობრიობას მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სმარტფონებმა მათი რაციონალური სახის და ფუნქციონალურობის პიკს მიაღწიეს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple-მა 88,7 ათასი სმარტფონი iPhone 6s გაიწვია აკუმულატორების შესაცვლელად, გაწვევას ექვემდებარება 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩინეთში წარმოებული iPhone 6s. მომხმარებლები გადჯეტის ნომრის მიხედვით გაიგებენ ექვემდებარება თუ არა მათი მოწყობილობა გაწვევას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ზედმეტი წონა ადამიანებს ბევრ პრობლემას უქმნის. ესთეტიკურის გარდა, გასუქება დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომაც აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა გასუქების წინააღმდენ მთელს მსოფლიოში. საჭიროა კვების ნორმალიზება, მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ნებისყოფის ძალა საკმარისი, მათთვის სპეციალური იმპლანტი შექმნა სახელად vBloc, რომელიც ბლოკავს ტვინში მიმავალ შიმშილის სიგნალებს. მოწყობილობა ამერიკული კომპანია EnteroMedics-ის მიერ არის შემუშავებული წააგავს კარდიოსტიმულატორს, ქირურგიული ოპერაციით vBloc-ს კუჭის მიდამოში ანთავსებენ კანქვეშ, შემდეგ აერთებენ 2 შნურს ნერვზე. სწორეთ ეს ნერვი აკონტროლებს კუჭის წვენის გამოყოფას და უკუ კავშირს ანხორციელებს აწვდის გონებას შიმშილის და გაძღომის სიგნალებს. იმპლანტის ჩაყენების შემდეგ 2-3 კვირაში იწყება მუშაობა, ოპერაციიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის მუშაობს 14 საათი ყოველდღე, ბატარეა 10 წელი ძლებს, კონტროლი ხდება უსადენოდ აპლიკაციით შესაძლებელია იმპლანტის ინტენსიურობის ზრდა სიგნალის, პაციენტს ნაკლებად შივდება და ნაკლებ საკვებს მოიხმარს, რაც თავის მხრივ წონაში აკლებინებს. იმპლანტი 18,5 ათასი დოლარი ღირს (ოპერაციაც ფასში შედის).