ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ალბათ არასოდეს წახვალთ მარსზე, იცურებთ დელფინებთან ერთად, გაირბენთ ოლიმპიადაზე 100 მეტრს ან იმღერებთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. მაგრამ თუ ვირტუალური რეალობა მის პირობას შეასრულებს, თქვენ ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და უფრო მეტისაც ამისთვის კი სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. რეალური სამყაროსგან განსხვავებით (სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ), ვირტუალური რეალობა გულისხმობს სიმულაციას ჩვენი სამყაროს ბიტების (ან საერთოდ წარმოსახვით სამყაროს) მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერების გამოყენებით და სენსორული მოწყობილობების დახმარებით, როგორებიცაა ხელთათმანები და ჩაფხუტები. გარდა თამაშებისა და გასართობი საქმიანობისა, ის გამოიყენებოდა პილოტების საწვრთნელად და მეცნიერებს კომპლექსური პრობლემების დაძლევაში ეხმარება. როგორ მუშაობს ვირტუალური რეალობა? მოდით ვნახოთ უფრო დეტალურად! მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია ეფლმა წარმოადგინა რამდენიმე პატენტი, რომლებიც დაეხმარება მათ მოწყობილობის ავტონომური მუშაობის მინიმუმ 2-ჯერ გაზრდაში. ყველა ჭკვიანი საათის პრობლემა მისი ყოველდღიური დატენვაა, ეფლში ეს პრობლემა მალე მოგვარდება, კომპანიამ ორი მნიშვნელოვანი პატენტი წარმოადგინა: აკუმულატორის გადატანის საათის ქვეშ და ბრასლეტის კონსტრუქციაში გარდა ამისა ინჟინრებმა ასევე აკუმულატორისგან გამოყოფილი სითბოს პრობლემის მოგვარებაც შეძლეს. სხვა დეტალები უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

2017 წლის 1 მარტიდან Skype-ის ძველი ვერსიები შეწყვეტენ მუშაობას ვინდოუსისა და მაკის ოპერაციულ სისტემებზე. შემქმნელების თქმით ასეთი ნაბიჯები აუცილებელია, რათა მომხმარებლებმა განაახლონ ძველი ოპერაციული სისტემები, რითიც გაზრდიან ხარისხს და კავშირის უსაფრთხოებას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რაკეტები Falcon 9, რომელიც ამერიკული კომპანია SpaceX-ის მიერ იწარმოება ყოველთვის კარგად არ დაფრინავენ. 2016 წლის სექტემბერში ერთი მათგანი წარუმატებლად დაეშვა, კომპანია ეძებდა პრობლემის მიზეზს კონსტრუქციაში. გაირკვა, რომ რაკეტას პრობლემა ჰქონდა  ზედა კიბის ბაკში. ინსპექციის შედეგებით შედგა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ Falcon 9-ის კონსტრუქცია არ არის იდეალური და მასში სისტემური დეფექტებია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბელგიურმა კორპორაციამ პირველად ისტორიაში დანერგა კანქვეშა ტექნოლოგისის ჩიპი. თანამშრომლებში დანერგილი ჩიპები დაეხმარება მათ კარების გახსნაში და ტექნიკის გამოყენეაში. კომპანია Newfusion ციფრული ტექნოლოგიებითაა დაკავებული მათ მცირე ზომის ჩიპში ინახება ბევრი ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლებს ეხმარება ოფისში მოხვედრაში, ნოუთბუქის გამოყენებაში, პრინტერის გამოყენებაში და სხვა საოფისე ელექტრონიკის გამოყენებაში. მხოლოდ იმ თანამშრომლებში დანერგეს ჩიპები, რომლებიც ამაზე დათანხმდნენ, რომელთა რაოდენობა რვა აღმოჩნდა, ჩიპებმა თანამშრომლების საიდენტიფიკაციო ბარათები ჩაანაცვლეს. ყოველი ასეთი ჩიპი 100$ ღირს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლმა კვლავ გადადო ოპერაციული სისტემის Android Wear 2.0-ის გამოშვება, სმარტ საათების განახლებული ოპერაციული სისტემა 2016 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, ხოლო ბოლო ინფორმაციით კი პრეზენტაცია 8 თებერვალს მოხდება.