ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გავრცელდა ახალი ინფორმაცია AMD Ryzen პროცესორების შესახებ, რომლებიც დაყოფილია სამ ოჯახად SR7, SR5 და SR3 – Intel-ის ანალოგებია Core i7, Core i5 და Core i3. ჩინურმა რესურსმა Coolaler-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია Ryzen-ის მოდელებთან დაკავშირებით. Advanced micro Devices-მა გადაწყვიტა დასახელებები Radeon Technologies Group-ისგან (აქამდე ცნობილი, როგორც ATI Technologies) აეღო, ფლაგმანმა AMD Ryzen R7 1800x სახელი მიიღო, შემდგომმა Ryzen R7 PRO 1800 (აჯობებდა R7 1800 PRO). X პროცესორების აჩქარების შესაძლებლობაზე მიგვითითებს, შეიძლება ბევრი რამე აღნიშნოს კერძოდ უფრო შიდა სისტემის აგრესიული კვება და სხვა. ყველა რაიზენ პროცესორს ღია ექნება მულტიფლაიერი და X-ის განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობს ძნელი ამოსაცნობია. ჯამში აპირებენ რაიზენის პროცესორების სხვადასხვა სიხშირის, რაოდენობის და ნაკადების მქონე 17 მოდელის გამოშვებას. გამოვა ასევე 6 ბირთვიანი მოდელებიც, აქამდე რომლის გამოშვების შესახებაც ჭორი იყო გავრცელებული, რომ არ გამოვიდოდა. შემჩნეულია შემდეგი რაიზენის მოდელები მათი ნომრებით:

  • ZD3601BAM88F4_40/36_Y (8C/16T, 3,6/4,0 ГГц, ревизия F4);
  • 1D3601A2M88F3_39/36_N (8C/16T, 3,6/4,9 ГГц, ревизия F3);
  • ZD3406BAM88F4_38/34_Y (8C/16T, 3,4/4,8 ГГц, ревизия F4);
  • ZD3301BBM6IF4_37/33_Y (6C/12T, 3,3/3,7 ГГц, ревизия F4).

წყარო იტყობინება, რომ AMD Ryzen-ის პროცესორების გაყიდვები 2017 წლის 2 მარტს დაიწყება, საუბარია R7-ის პირველ მოდელებზე და არა ყველა ვარიანტზე, ყველა მოდელი გაიყიდება თუ მხოლოდ ეს სამი დასაწყისში ჯერ უცნობია. ანონსი ყველა მოდელის მოხდება, მაგრამ გაყიდვაში მოგვიანებით შევა, როგორც ვიცით დიდი არჩევანი იქნება ახალი AMD-ს პლათფორმის AM4-ის სისტემური დედადაფებისაც.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.

უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.

მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.

ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.

LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Amazon-მაც წარმოადგინა 4-ე კვარტლის  და მთლიანი 2016 წლის ფინანსური შედეგები. კვარტლის მოგებამ 43,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 22% ზრდა დაფიქსირდა. ოპერაციული მოგება 13%-ით გაიზარდა და 1,26 მილიარდ დოლარს მიაღწია. სუფთა მოგება 749 მილიონი დოლარი, რაც 55%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. წლის განმავლობაში ამაზონის მოგებამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად დაფიქსირდა 27%-იანი ზრდა. ოპერაციული მოგება გაიზარდა 2,2 მილიარდიდან 4,2 მილიარდ დოლარამდე. სუფთა მოგება კი 4-ჯერ გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია GoPro-მ შეაჯამა მისი ფინანსური საქმიანობა, შარშანდელი მაჩვენებლებით შემოსავალი 4-ე კვარტლის 540 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ მთლიანად წლის მაჩვენებლით კომპანიის დანაკარგი 373 მილიონი დოლარია, შემოსავალი 1,2 მილიარდი დოლარი. ყველაფერ ამის მიზეზი გახდა დრონი Karma, რომლის უკან გაწვევა გახდა საჭირო დეფექტის გამოსასწორებლად, კერძოდ 2500 ცალი დრონი გაიწვიეს ბატარეის ფრენის დროს კვების შეწვეტის საშიშროების გამო. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს GoPro-ს შემოსავალი 1,6 მილიარდი დოლარი იყო. შემსრულებელმა დირექტორმა ნიკ ვუდმენმა განაცხადა, რომ წელს გამოვა კამერების ახალი ხაზი Go Pro Hero 6.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

FlatOut-ის ახალი სერია 2015 წელს დაანონსდა, თამაში ეხება რბოლას გადარჩენაზე, მას შემდგომ კი გამომცემლობა Strategy First-მა წარმოადგინა ტრეილერი, რომლის ხილვაც შეგიძლიათ დაბლა. თამაში FlatOut 4: Total Insanity ტრეილერიდან გამომდინარე მარტში გამოვა, ვიდეოში მხოლოდ კონსოლებია ნახსენები, მაგრამ კომენტარებში დაზუსტებულია, რომ პლათფორმათა სიაში PC-ის იქნება.