ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Noctua მზად არის ახალი პლათფორმა AMD AM4-ისთვის, რაც დაამტკიცა ახალი 3 პროცესორის გაგრილების წარმოდგენით, კონრეკტულად მოდელები: NH-D15 SE-AM4, NH-U12S SE-AM4 და NH-L9x65 SE-AM4. აბრევიატურა SE Special Edition-ს აღნიშნავს ანუ განსაკუთრებულ გამოცემას. NH-D15 SE-AM4-ის გაგრილების სისტემა წარმოადგენს მაღალგაბარიტიან “კოშკს” (161 × 150 × 165 мм) 1,32 კგ, საფუძველი 6 სპილენძის ნიკელირებული ტრუბებია 6მმ დიამეტრით, კონსტრუქცია 2 ფენით NF-A15 PWM გრილდება 300-დან 1500 ბრუნამდე წუთში.

Noctua NH-U12S SE-AM4 შედარებით მცირე ზომისაა, თხელი ალუმინის რადიატორით, ნიკელით დაფარული სითბური ტრუბებით და 120მმ ფენით NF-F12 PWM 300-დან 1500 ბრუნამდე წუთში.

NH-L9x65 SE-AM4 კომპაქტური ზომის ქულერია (95 × 95 × 65 мм) ზომის, 413 გრამი წონით ქულერს აქვს 4 ს-ისებრი სითბური ტრუბები და 92მმ ფენი NF-A9x14 PWM 600-დან 2500 ბრუნამდე წუთში.

ახალი გაგრილებებზე Noctua-ს საფირმო 6 წლიანი გარანტია ვრცელდება, ფასები კი შესაბამისია: NH-D15 SE-AM4: €89,90/$99,90; NH-U12S SE-AM4: €59,90/$64,90; NH-L9x65 SE-AM4: €44,90/$52,90. კომპანია ძველი გაგრილებების AMD AM4-ზე უფასო სამაგრებს მოგვიანებით წარმოადგენს მის ვებგვერდზე Noctua.at

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება