ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მაუსის შერჩევისას ყველა მომხმარებელი ფიქრობს, თუ რომელ ვარიანტზე შეჩერდეს. ცნობილია, რომ მაუსი (თაგვი,თაგუნია) ლეპტოპისთვის (ნოუთბუქისთვის) სტაციონალური კომპიუტერისგან განსხვავებით უფრო კომპაქტური ზომისაა. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი აღჭურვილნი არიან სპეციალური მექანიზმით, რომელიც შნურს ახვევს პირდაპირ კორპუსში ან ფუტლარში. თუ ტექნიკურ დეტალებს გვერდზე გადავდებთ და საქმეს უფრო ადვილად მივუდგებით ზედაპირზე მხოლოდ 2 ვარიანტი დარჩება მაუსის: უკაბელო და კაბელიანი.

კაბელიანი მაუსის უპირატესობა ნოუთბუქებსა და ლეპტოპებში

ტენდენცია შემდეგია, რომ კაბელიანი მაუსით უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ეს მაუსები კომფორტით და უნივერსალურობით გამოირჩევა. თუ თქვენ გაქვთ კაბელიანი მაუსი, შეგიძლიათ მიუერთოთ ლეპტოპს. ნოუთბუქს და სტაციონალურ კომპიუტერს.

უმეტეს შემთხვევაში კავშირი ხდება სპეციალური პორტებით:

  • USB
  • PS/2

ბოლო ვარიანტი საკმაოდ მოძველებულია, იშვიათად გვხვდება, ლეპტოპებსა და ნოუთბუქებში ეს პორტი საერთოდ არ არის.

კაბელიანი მაუსის ერთ-ერთი ნაკლი სწორედ კაბელის არსებოაა, მაგრამ თუ ყოველთვის გიწევდათ ასეთი ტიპის მაუსით მუშაობა დისკომფორტს ნამდვილად არ იგრძნობთ.

უპირატესობებში შეიძლება ავღნიშნოთ ის, რომ გადამწყვეტ მომენტში ბატარეა დაჯდება, რაც შეიძლება მოხდეს უკაბელო მაუსის შემთხვევაში. აქ მნიშვნელოვან როლს ბრენდი თამაშობს და მოწყობილობის ორიგინალურობა.

უკაბელო მაუსის უპირატესობები

უფრო კომფორტული გამოსაყენებელია, რადგანაც კაბელის არ ქონა, შესაძლებლობას გაძლევთ დაშორების შეზღუდვა მოიხსნათ, შეგიძლიათ უფრო მოშორებით გადაინაცვლოთ და მშვიდად იმუშაოთ, რაც დამატებით თავისუფლებას გაძლევთ.

უკაბელო მაუსები არსებობს განსხვავებული კავშირით:

  • რადიო სიხშირე
  • ბლუთუზი (Bluetooth)
  • Wi-Fi

პირველი ვარიანტის მოწყობილობა ბიუჯეტურ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ პოპულარულია. მათ გამოსაყენებლად საჭიროა ნოუთბუქს მცირე ზომის USB პორტის მიმღები დავუკავშიროთ.

მეორე ტიპის კავშირის მაუსები უფრო ძვირადღირებულია, მაგრამ არ საჭიროებს არავითარ დამატებით მოწყობილობას, თუ თქვენს ნოუთბუქს ბლუთუზის თავსებადობა გააჩნია.

მესამე კატეგორიის მაუსები თავისი აკუმულატორით არის აღჭურვილი. ასეთი მაუსი სამუშაოდ საჭიროებს ნოუთბუქს ჩაშენებული Wi-Fi მოდულით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

AMD Ryzen პროცესორების გამოშვება მარტის დასაწყისში დაიწყება. მწარმოებელი ახალ პროცესორებს i5-ის და i7-ის მოდელების კონკურენტად პოზიციონირებს. Ryzen პროცესორები, რომლებშიც Zen მიკროარქიტექტურა გამოიყენება ჯერ გაყიდვაში არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია მომდევნო პროცესორების შესახებ, რომლებიც Zen 2 და Zen 3 არქიტექტურაზე შეიქმნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ახალი Shield TV (2017) წინა თვეს სეილზე იყო ახლა კი მისი ძვირადღირებული ტყუპისცალი Shield TV Pro (2017) არის ხელმისაწვდომი. ახალი Pro მოდელი $299.99 ღირს, რაც 100$-ით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი მოდელი, მაგრამ ამასთან ერთად დამატებით მეხსიერებას იღებთ 500გბ-ს 16გბ-ს ნაცვლად, მიკრო SD ბარათის სლოტს და MicroUSB პორტს, რომლებიც Vanilla Shield-ზე ხელმისაწვდომი არაა. Shield TV Pro იყიდება ახალი Shield კონტროლერით, მაგრამ ძველი პულტით. არა Pro ვერსიას აქვს ახალი IR Blaster-ი, მაგრამ ყურსასმენის ბუდე და დამტენი ბატარეა არ აქვს, ანუ Pro ვერსიით იღებთ პულტს ყურსასმენის ბუდეთი და დამტენ ბატარეას, მაგრამ IR პორტის გარეშე. წინა ვერსიებთან შედარებით პროგრესია, რადგანაც აქამდე პულტი ცალკე აქსესორია იყო და შეძენისას თან არ მოყვებოდა პროდუქტს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Sony-იმ შეაჯამა ფინანსური კვარტალი წარმატებული PS4-ის გაყიდვებით. ბოლო 3 თვეში მათ შეძლეს 9,7 მილიონი კონსოლის გაყიდვა, ამავე პერიოდში შარშან 8,4 მილიონი. საერთო შემოსავალი კომპანიის დაეცა 7%-ით, ახლა შეადგენს 20 მილიარდ დოლარს. შემცირდა ოპერაციული შემოსავალიც 55%-ით. სუფთა მოგემა 6-ჯერ შემცირდა და 174 მილიონი დოლარი შეადგინა, მომგებიანი საბოლოო ჯამში მხოლოდ Game & Network Services ქვედანაყოფი აღმოჩნდა. Sony Pictures-მა კიმხოლოდ 169 მილიონი დოლარი მოიტანა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მეცნიერებმა სლოვაკიელი ადვოკატის დოკუმენტებში, რომელიც 1635 წლებში ცხოვრობდა სმაილიკი აღმოაჩინეს. სპეციალისტთა აზრით 380 წელს გადაცილებული სმაილიკი დღევანდელი ემოჯიების საწყისია, რომლებიც სოციალურ ქსელებშია გავრცელებული. ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სლოვაკიის ქალაქ ტრენჩინში მიაგნეს სწორედ ამ სმაილიკს, რომელიც წარმოადგენს მრგვალ სივრცეს 3 წერტილით ადვოკატის ხელმოწერის გვერდზე. ადვოკატის მიერ დატოვილი სმაილი აღნიშნავს, რომ იგი კარგადაა, არავითარი პრობლემა არ აქვს საქმეში.