ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წარმოგიდგენთ ჩემს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას ტესლა მოტორსის შესახებ (ახლა უკვე ტესლა), რომელშიც განხილულია ამბიციური რევოლუციონერი ელონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია ტესლა, მიმოხილულია, როგორც კომპანია ტესლას ისტორია ასევე ელონ მასკის ბიოგრაფია, გაანალიზებულია საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი ტენდენციები,, კომპანიის მისია, ხედვა, სლოგანი, ლოგო, გეგმა, გამოვლენილია კომპანიის უნიკალურობის ფაქტორები, განხილულია კომპანია ტესლას ელექტრო ავტომობილები არსებული და სამომავლო მოდელები, შედარებულია არსებული მოდელების სხვადასხვა პაკეტების ფასები, გაკეთებულია კომპანიის სვოტ ანალიზი, ასევე კომპანიის 4პ მარკეტინგ მიქსია წარმოდგენილი, სტრატეგიული გეგმა კომპანია ტესლასი და არსებული პრობლემები, მისი მეტოქე კონკურენტი კომპანიები და გაყიდვების წილი ბაზარზე, ელექტრო ავტომობილების ბაზრის წილი, ავტოინდუსტრიის სამომავლო ხედვა, ხუთი ძალის ანალიზი, კონკურენტული გარემო, ტესლას შენარჩუნებადობა, ამ კომპანიის უნიკალური დისტრიბუციის მოდელი, მისი მაღაზიები და გალერიები მსოფლიოს მასშტაბით, როგორ ხდება მომხმარებლის ცოდნის ამაღლება, კონფიგურირება მანქანის, მისი შეძენა და ადგილზე მიტანა, ონლაინ გაყიდვები, ტესლას მობილური აპლიკაციები ანდროიდზე და ეფლის პლათფორმაზე, ტესლას ქსელები ამერიკაში და სუპერჩარჯერები, ტესლას ქსელები ევროპაში და სუპერჩარჯერები, ახლანდელი განსხვავებები კომპანია ტესლასა და მის კონკურენტებს შორის, კონკურენტული უპირატესობაები, კონკურენტული ნაკლი, სამომავლო ტესლას მოდელები და პროტოტიები, ტესლას სატვირთო ელექტრო ავტომობილი და სხვა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Tesla Motors-ი ოფიციალურად უკვე უბარლოდ Tesla გახდა, ძალაში 2017 წლის 1 თებერვლიდან შევიდა ცვლილებები. ჯერ განმარტება არ მიგვიღია თუ რატომ განახორციელა ეს კომპანიამ, ტესლა მოტორსის სახელს 2003 წლიდან ატარებდა, მიუხედავად ამისა ტესლას ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ ტესლა მოტორსი წერია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Canon-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც მოიცავს 4-ე კვარტლის და მთელი 2016 წლის მონაცემებს. შემოსავალი შემცირდა 7,4%-ით, ხოლო ოპერაციული შემოსავალი 25,1%-ით. 2016 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 29,323 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 10,5%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით, ასევე ოპერაციული შემოსავალიც 1,973 მილიარდი დოლარია რაც 35,6%-ით მეტია. სუფთა მოგება გაიზარდა 31,6%-ით 1,299 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იტალირმა კონცერნმა Piaggio-მ, რომელიც მოტოროლერებსა და მოპედ Vespa-ს აწარმოებს, წარმოადგინა მათი ახალი გამოგონება რობოტი Gita. ამ მრგვალ რობოტს შეუძლია ორიენტირება სივრცეში და მის მფლობელს ეხმარება მძიმე ბარგის გადატანაში.

გარედან რობოტი წააგავს თვითმავალ ბარაბანს ან გიგანტურ იო-იოს. გამოიყურება საკმაოდ სტილისტურად, შეუძლია 18 კილოგრამამდე ტვირთის აწევა და მფლობელის მიყოლა, დიამეტრი 66 სანტიმეტრია, მაქსიმალური სიჩქარე 35 კილომეტრი საათში, მაგრამ თუ ტვირთი გადააქვს მაშინ ნელა მიყვება მის მფლობელს.

რობოტი აღჭურვილია SLAM (Simultaneous Localization and Mapping) სისტემით, რომელიც სამგანზომილებიან რუკას ქმნის მოძრაობის პროცესში. მფლობელის ამოსაცნობად ქუჩაში კი საჭიროა სპეციალური თეთრი ქამრის გაეთება, რომელზეც Gita ორიენტირებას აკეთებს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Microsoft-მა წარმოადგინა უკაბელო მანიპულატორი Xbox One-ის სათამაშო კონსოლისთვის ორ ახალ დიზაინში – Winter Forces Special Edition და Ocean Shadow Special Edition.

Winter Forces Special Edition მოდელი შეღებილია არქტიკულ კამუფლიაჟში და აქვს ტექსტურული ზედაპირი, რომელიც ზრდის კომფორტს.

Ocean Shadow Special Edition ვერსია კი გამოირჩევა განსაკუთრებული ცისფერი მეტალიკის ფერით. ეს მოდიფიკაციაც ტექსტური ზედაპირით გამოირჩევა.

კონტროლერებს აქვთ მინი ჯოისტიკები და გაუმჯობესებული სამართავი ღილაკები. მოწყობილობას აქვს 3,5მმ სტერესო ბუდე, რომელზეც სათამაშო გარნიტურის მიერთებაა შესაძლებელი. უკაბელო კავშირის ბლუთუზის ადაპტერი შესაძლებლობას იძლევა პერსონალურ კომპიუტერებზე და Windows 10-ის პლანშეტებზე თამაშის. გაყიდვაში გამოვა 7 თებერვლიდან და მისი ღირებულება დაახლოებით 70 ამერიკული დოლარი იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Boston Dynamics-მა, რომელიც ცნობილია მათი რობოტებით წარმოადგინა კიდევ ერთი გამოგონება, რომელიც წარმოადგენს ოთხფეხა რობოტს, რომლის კიდურები აღჭურვილია ბორბლებით. რობოტი შეგიძლიათ იხილოთ 3:40 დროზე გადახვევით.