ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სმარტფონების ერთწლიანი ციკლი სულ მალე იწყება და გავრცელებული ჭორებიც არ წყდება LG G6-სა და Samsung Galaxy S8-ს შორის, მოდით ვნახოთ გავრცელებული ინფორმაციით თუ რას შეიძლება ველოდოთ LG G6-ისგან.

განახლებული დიზაინი – გავრცელებული სურათებიდან G6 სრულიად განსხვავებულ დიზაინს შემოგვთავაზებს G5-თან შედარებით, ეკრანი ტელეფონის 90%-ს დაიკავებს, დამზადებული იქნება შუშისა და ალუმინისგან, რაც უფრო პრემიუმ ხარისი იქნება წინამორბედთან შედარებით.

ყურსასმენის ბუდე კონკურენტებისგან განსხვავებით LG არ აპირებს უარი თქვას 3,5მმ ყურსასმენ ბუდეზე და სავარაუდოდ დატოვებს ახალ G თაობაში.

არავითარი მოდულარობა – როგორც ვიცით G5-ში მოდულარული შესაძლებლობები იყო დანერგილი, კერძოდ შესაძლებელი იყო კორპუსის დაბლიდან ბატარეის ამოღება, მაგრამ ამის გამო კონკურენტებისგან განსხვავებით წყალგამძლეობა და სხვა ფუნქციები დაიკარგა. შემდეგი თაობის სმარტფონი არ იქნება მოდულარული.

წინა თაობის პროცესორი – სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაციით G6 არ იქნება აღჭურვილი უახლესი Snapdragon 835-ის პროცესორით, რაც კონკურენტებთან მეტოქეობაში შეუშლის.

ლამაზი QHD+ ეკრანი – სმარტფონი აღჭურვილი იქნება QHD+ ეკრანით 18:9 მხარეთა შეფარდებით (სტანდარტული 16:9-სგან განსხვავებით). 2560 x 1440-ის ნაცვლად ეკრანის გაფართოება იქნება 2880 x 1440.

გაყიდვები მალე დაიწყება – გაყიდვები 26 თებერვლის მსოფლიო მობილურების კონგრესის შემდეგ მარტში დაიწყება.

სწრაფი დატენვა – როგორც სურათებზე ჩანს Flash Charge სმარტფონის ბატერეის სწრაფი დატენვის შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს (15 წუთში 50%-მდე დატენვა ბატარეის).

წყალგამძლე – მოდულარობაზე უარის თქმით შესაძლებელი გახდება LG G6-ის წყალგამძლეობით აღჭურვით, რასაც კომპანია აპირებს რადგან კონკურენტებს წლებია ეს თვისება გააჩნიათ.

იყავი პირველი, ვინც დაწერს კომენტარს.

თქვენი გამოხმაურება