ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

გერმანულმა კომპანია Dirror-მა დაიწყო ერთსახელიანი მოწყობილობების ხაზის გაყიდვა, რომლებიც წარმოადგენენ ჰიბრიდს კედლის სარკესა და პლანშეტს შორის, მუშაობენ Windows 10-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე. ჭკვიანი სარკეები გამოდის 3 სხვადასხვა ვერსიაში. Dirror S 10,1 დიუმიანი 1280×800 პიქსელის გაფართოების ეკრანით 970 ევრო, Dirror M 23 დიუმიანი Full HD დისკპლეი 1870 ევრო და ყველაზე ძვირადღირებული Dirror L 27 დიუმიანი Full HD ან WQHD ეკრანით 2070 ევრო ან 2470 ევრო.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Microsoft-ი წლების განმავლობაში ცდილობდა პერსონალური კომპიუტერის მწარმოებლებისთვის Chrome OS-ისგან შორს ებიძგა და მომხმარებლები კი Apple-ის iPad-ისგან. Windows RT-იმ ფეხი აიდგა, Windows 8.1-მა ბინგთან ერთად პოპულარობა ვერ ჰპოვა, ახლა კი Windows 10 Cloud-ის ჯერია. ბოლო სატესტო ვერსიებში ჩანს, რომ Windows 10 Cloud იქნება ვინდოუსის გაადვილებული ვერსია შექმნილი, მაიკროსოფთის უნივერსალური აპლიკაციების გაშვებისთვის ვინდოუს სტორიდან. ასეთი ადვილი ვერსია კი აშკარაა, რომ უმიზნებს Chrome OS-ის საბაზრო სეგმენტს. მაიკროსოფთი ეცდება პოზიციონირება მოახდინოს დაბალღირებულებიანად და უფასოდ, რათა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს უბიძგოს მათი ოპერაციული სისტემის გამოყენებისკენ. ჯერ უცნობია როდის მოხდება Windows 10 Cloud-ის დემონსტრირება და ბაზარზე ჩაშვება, მაგრამ შეიძლება შემქმნელთა აპრილის განახლების დროს წარმოადგინონ. ჯერ საჯაროდ არ განიხილება ამ ოპერაციული სისტემის შესახებ.

 

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

როდესაც Microsoft-მა პირველად 2 წლის წინ HoloLens წარმოადგინა არ იყო აშკარა, კომპანია კონცეპტზე მუშაობდა თუ პროდუქტზე რომელსაც თავისი ნიშა ექნებოდა და აუგმენტირებული რეალობა ახალი დიდი რამ გახდებოდა მომხმარებელთა ბაზარზე. HoloLens-ის პირველი გამოშვება დეველოპერებისთვის იყო დაგეგმილი და 3000 დოლარი ღირდა გარანტიის გარეშე. ალექს კიპმენმა HoloLens-ის შემქმნელმა თქვა, რომ Microsoft-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს მისი პლათფორმისთვის. ვირტუალური რეალობა იძლევა შესაძლებლობას აღვითქვათ კონკრეტული თამაში თუ აპლიკაცია განსხვავებულად.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Walmart ებრძვის Amazon-ს პირველობისთვის ინტერნეტ შოფინგში, დღეიდან ყველას შეუძლია მიიღოს უფასო 2 დღიანი მიტანის სერვისი 2 მილიონზე მეტ ნივთზე, რომელიც ხელმისაწვდომია Walmart-ში. არავითარი წლიური და თვიური გადასახადები მხოლოდ 35$ მინიმუმი შეკვეთის, რაც ამაზონის 49$-ზე გაცილებით ნაკლებია და ამაზონთან შედარებით 1 კვირის მაგივრად 2 დღეში მიტანის სერვისს მოიცავს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ჩინეთში 2012 წლიდან Apple-ის iPhone ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი იყო, მაგრამ 2016 წლის მონაცემებით ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი ვერ გახდა. თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით Oppo R9-ამ 4%-ის მაჩვენებლით სძლია iPhone 6s-ს, რომელმაც მხოლოდ 2% მოიპოვა. 4%