კომპიუტერული თამაშები არ ხდიან ადამიანებს ძალადობისკენ მიდრეკილებს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა Entertainment Computing-ის ჟურნალის სტატიაში. 20 წელზე მეტია კითხვის განხილვა მიმდინარეობს სარგებელსა და ზიანზე კომპიუტერული თამაშების, მათ გავლენაზე ბავშვების და მოზარდთა ქცევაზე, ასევე გონების მუშაობაზე მეცნიერების, პოლიტიკოსების, მშობლების და სხვა საჯარო პირების მიერ.

ამ თემას ნეიროფიზიკოსებიც განიხილავენ, მათ დასკვნა გამოიტანეს, რომ ზოგიერთი თამაშის ტიპები ნამდვილად ახდენენ დადებით ზეგავლენას ტვინის ზოგიერთი ნაწილების მუშაობაზე, რომლებიც რეაქციაზე და მეხსიერებაზე აგებენ პასუხს, ხოლო სხვა ტიპის თამაშები კი ამცირებენ ამ ნაწილებს ზომაში.

ზოგიერთი კვლევა თვლის, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნამდვილი დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფში, ისეთი ძლიერი, რომ გაუტოლდება ნარკოდამოკიდებულებას. სხვების აზრით რეალურობის მაღალი დონე და თავისუფლება თამაშებში ისეთ დონემდე მივიდა, რომ ხვდებიან მასში ძალადობას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია რეალურ სამყაროში გადაიტანონ.

დევიდ ზენდლმა და მისმა კოლეგემა იორკსკის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს ეს შეემოწმათ, ექსპერიმენტის ორგანიზებით, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყვნენ, როგორც მოყვარულები კომპიუტერული თააშების, ასევე ხალხი რომელიც მოშორებული იყო ასეთ საქმიანობას.

ექსპერიმენტისთვის მკვლევარება შეიმუშავეს ორი მსგავსი, მაგრამ შემადგენლობით განსხვავებული თამაში. ერთში მოთამაშეებს სთავაზობენ მართონ ავტომბილი ავტობანზე და უნდა სცადონ დაჯახების თავიდან აცილება, ხოლო მეორეში იღებენ თაგვის როლს, როლის დაჭერასაც კატა სცდილობს.

მკვლევარები ყოველი სეანსის შემდეგ თამაშში მონაწილეებს აჩვენებდნენ ფოტოების კრებულს, სადაც გამოსახულნი იყვნენ სხვადასხვა ნივთები, ცხოველები, ადამიანები და თხოვდნენ მათ განელაგებინათ ისინი კატეგორიების მიხედვით.

დროის, რეაქციის და ფიქრის გამოთვლებმა აჩვენა, რომ მოხალისეები მანქანისა და თაგვის სურათებზე იმავე სიჩქარით და ყურადღებით რეაგირებდნენ, როგორც სხვა სურათებზე, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ თამაშები არ ცვლიან ადამიანების ფსიქიკას.

მეცნიერ ზენდლის აზრით კომპიუტერული თამაშების ჰობის ფსიქოლოგიური საშიშროება ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერულად.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება