როგორ მოვამზადოთ ავტომობილი შორს მგზავრობისთვის

#მგზავრობა #ავტომობილი #რჩევები შევამოწმოთ ყველა სითხეების დონე – რადიატორის სითხე, ძრავის ზეთი, შუშის ჩოთქის სითხე, საჭის ჰიდრავლიკური სითხე, სამუხრუჭე სითხე. შევამოწმოთ საბურავების ცვეთა (პროტექტორის დონე) და წნევა – დავბეროთ რეკომენდირებულ დონემდე რათა მაქსიმალური სიმრგვალე ქონდეს საბურავს და შორ მანძილზე მოგზაურობისას საწვავის ხარჯი არ გაგვეზარდოს (მძღოლის კარებზე მითითებული აქვს ყველა ავტომობილს რეკომენდირებული საბურავის წნევა). თუ სათადარიგო საბურავი გვაქვს აუცილებლად შევამოწმოთ, რომ ის დაბერილია და გვაქვს ყველა საჭირო ხელსაწყოები საჭიროების შემთხვევაში მის დასაყენებლად. მანძილიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია საწვავის რაოდენობა საკმარისი გვაქვს თუ არა გზად ავტოგასამართი სადგური შეგვხვდება თუ არა. ღამე მგზავრობის შემთხვევაში შევამოწმოთ ყველა ნათურების მუშაობა. სამუხრუჭე ხუნდების დონე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ – ბევრი ავტომობილი სამუხრუჭე სისტემის დაბალ დონეს შეგვატყობინებს მაჩვენებელთა დაფაზე. დაფერთხეთ ჰაერის ფილტრი აუცილებლობის შემთხვევაში თან იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili Twitter: https://twitter.com/LaluashviliG Facebook: https://www.facebook.com/giorgilaluashviliofficial/

პასუხის დატოვება

გთხოვთ აკრიფეთ თქვენი კომენტარი!
Please enter your name here