რა არის ვარიატორი და ავტომატური გადაცემათა კოლოფი (ავტომატიკა)

0
226

მოგესალმებით დღევანდელი ვიდეო შეეხება ავტომობილების გადაცემათა კოლოფებს
ვისაუბრებთ ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე და უსაფეხურო გადაცემათა კოლოფზე (ეგრედწოდებულ ვარიატორზე).

მოდით დავიწყოთ და დეტალურად განვიხილოთ მათი ნაკლი, უპირატესობა და ა.შ. სხვა დეტალები

რა არის ტრანსმისია?

ტრანსმისია (გადაცემათა კოლოფი) არის გადაცემების სისტემა, რომელიც გადასცემს ძრავის მიერ გამომუშავებულ ძალას საბურავებს.
ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გადაცემათა კოლოფის ტიპის შერჩევა.

ვარიატორი არის ერთ-ერთი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ორ შკივს დაკავშირებულს ქამრით.

ავტომატური გადაცემათა კოლოფისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ფიქსირებული გადაცემების რაოდენობა, ვარიატორს აქვს უსასრულო გადაცემების რაოდენობა მინიმუმსა და მაქსიმუმ მნიშვნელობას შორის, რომლითაც გადაადგილებისთვის საჭირო ძალას გვაწვდის. ორი პერპენდიკულარული შკივი დაკავშირებულია V ტიპის ქამრით, რომელთა თავი და ბოლო პარალელურად მოძრაობს ცალკე და ერთად, უზრუნველყოფს ტოლ დისტანციას ერთმანეთს შორის და ქამარს შორის. ცალი შკივი მოძრაობს ძრავით, ხოლო მეორე დაკავშირებულია საბურავებთან. ზოგიერთი ტიპის ვარიატორი ასევე მუშაობს ეგრედწოდებულ ცეპზე, რაც აძვირებს მის ღირებულებას. მოკლედ რომ ვთქვათ ვარიატორში მიმდინარეობს მუდმივი კორექტირება ძრავის სიჩქარესა და საბურავებზე გადასულ ძალას შორის, რათა მიიღწეს მაქსიმალური ეფექტიანობა და საწვავის მოხმარება მინიმალური იყოს.

ვარიატორი ჩვეულებრივ გადაცემათა კოლოფთან შედარებით უფრო ეკონომიურია და გადაცემებს შორის გადასვლა არ იგრძნობა, სწორედ ამიტომ ბევრი ავტო მწარმოებელი გადავიდა ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფებზე.

იმავე სიჩქარის მისაღწევად ვარიატორს ნაკლები დრო ჭირდება ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეადრებით და ამასთან ერთად ნაკლები ზეწოლა ადგება ძრავს. ზოგადად კი მძღოლზეა დამოკიდებული თუ რომელი გადაცემათა კოლოფი ანიჭებს მას ტარების სიამოვნებას და რომელს მიანიჭებს უპირატესობას, რადგანაც ბევრ მძღოლს სურს გადაცემების გადართვის შეგრძნება, რაც შეუძლებელია ვარიატორის შემთხვევაში.

გარდა ეკონომიისა ვარიატორი არ საჭიროებს ავტომატური გადაცემათა კოლოფის მსგავსად 5-7 წუთ გახურებას რათა ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურას მიაღწიოს, იწონის ნაკლებს და უფრო ეკოლოგიურია. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ თანამედროვე ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ფრიქციონები ისეთი მატერიალისგანაა დამზადებული რომ 100 000 – 150 000 კილომეტრზე შესაცვლელი ხდება.

ვარიატორის ქამარს და კბილანებს თავისუფლად შეუძლია გაუძლოს 300 ცხენისძალამდე სიმძლავრის ავტომობილს.

სამწუხაროდ ვარიატორს გაფუჭებამდე სიმპტომები ნალებად აქვს ხოლმე და ხშირად მოულოდნელად შეიძლება დაგტოვოთ გზად, ხოლო ავტომატურ გადაცემათა კოლოფს გაფუჭებამდე ამორტყმები, გადაცემის გამოტოვება და სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს.